სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძრების გამო რუსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

"ეხო მოსკვის" ცნობით, რუსეთში უკვე საგანგაშო რიცხვს მიაღწია ბუნებრივი ხანძრების კერებმა. დაძაბული მდგომარეობაა შორეულ აღმოსავლეთსა და იაკუტიაში.

ტყე იწვის ციმბირშიც. ბოლო მონაცემებით, იქ ხანძარმა ბოლო დღე–ღამის განმავლობაში უკვე 700 ჰექტარი მოიცვა.

იაკუტიაში ალმოდებული ფართობის მოცულობა 60 ათას ჰექტარს აღწევს. ამასთან დაკავშირებით იაკუტიის ხელისუფლებამ უკვე მიიღო მითითება მოსკოვიდან, რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

«Где же ты моя Шойгу? Не пора ль тебе в тайгу» – ხუმრობენ რუსი ბლოგერები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100