სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთავარი არხი" უკვე ჩაეშვა - ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ

"მთავარი არხის" ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ. არხის ჩაშვების ტაობაზე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამაც დაპოსტა:

"ხოდა, ვეხმიანები წინა სტატუსს და გაცნობებთ, რომ ამ წამს პირველად ჩაეშვა მთავარი არხი • Mtavari Arkhi სიგნალი სატესტო რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

9ში 9საათზე ვიწყებთ" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

გადაღებაზე ასევე გავიდნენ "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტებიც. პაატა სალიამ განაცხადა, შემოდგომის სეზონს ძალიან მალე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100