სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერი ჯანდაცვის სისტემაში კარტელური გარიგებებზე ალაპარაკდა

ზურაბ აზარაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძე დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა პრემიერმა ექსმინისტრის სკანდალურ განცხადებებს სავარაუდო უკანონო გაგრიებთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ უპასუხა და ისევ თქვა, რომ ის პოსტიდან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო გაუშვა და კლანებს შორის დაპირისპირება არაფერ შუაშია.

პრემიერ მინისტრმა არ გამორიცხა, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს.

პრემიერი ახლა აანონსებს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია და მინისტრთა კაბინეტი კვირის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება და ცვლილებები აღარ იქნება, თუმცა "ტვ პირველის" ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები ისევ იგეგმება.

ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი. მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით, რაც ვთქვი, ეს იყო პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა, ამაზე გავამახვილე ყურადღება.

რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების, თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურა აზარაშვილმა, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი და მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა.

2012 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სექტორი არის სწრაფად მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, როდესაც სწრაფად იზრდება კონკრეტული სექტორი, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვა, იქ ჩნდება რისკებიც. მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკებიც იზრდება, ზრდასთან ერთად ასეთი რისკებიც მატულობს. რა თქმა უნდა, აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო. კიდევე ერთხელ მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს, მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში"- აცხადებს კობახიძე.

ზურაბ აზარაშვილმა თავისი ხმაურიანი პოსტი 4-ჯერ ჩაასწორა, თუმცა საბოლოო ვერსიაც სისტემის საჯარო კრიტიკით გამოაქვეყნა. ამბობს, რომ ის გაკვეული ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს შეეწირა. თავს ესხმის გარმაცევტულ კომპანიებს და მათ ფულის მიტაცებაში ადანაშაულებს. კვლავ ამტკიცებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც საბოლოოდ მინისტრი გადააყოლეს, უნდა დანგრეულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100