სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა" - ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს

რამდენიმე დღის წინ, მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება “ნახალოვკელებსა” და “საბურთალოელებს” შორის მოხდა, რის შემდეგაც ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.

“კურიერის” ინფორმაციით, საქმეზე დღეს მორაგბეები დაიკითხნენ, ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში. დღეს მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.

“კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.

გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარიშვილი 18 ივნისს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საბურთალოელები და ნახალოვკელები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100