დიდუბის მეტროსთან პატრულსა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა
დიდუბის ბაზრობის შესასვლელთან გარემოვაჭრეებსა და პატრულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კი დახლებთან გაჩერებული მერსედესის მარკის ავტომობილი გახდა, რომლის მძღოლიც არ ჩანდა და რომელიც მოვაჭრეებს დახლთან მისვლაში უშლიდა ხელს. მოვაჭრეებმა პატრული გამოიძახეს და მოსთხოვეს, რომ ავტომობილი გადაეყვანათ ადგილიდან. მათ პატრულის მხრიდან უარი მიიღეს, რაც სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ვიდეო ადგილზე გადაიღო დრონი.ჯი-ს ჟურნალისტმა.
კომენტარი