გომბორის გზაზე მანქანა იწვის
გომბორის უღელტეხილზე "მაზდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანაში რამდენიმე პირი იჯდა, რომლებიც თბილისიდან თელავში ბრუნდებოდა.
მათ ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოახერხეს. ადგილზე ამ წუთებში მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.
რა გახდა აალების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი ბუნებრივ აირზე მუშაობს და არ არის გამორიცხული, რომ ცეცხლის გაჩენა სწორედ ამან გამოიწვია.
კომენტარი