სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის ”ჰეროკტარიას” ახლა გამოსვლას ორი მიზეზი აქვს.
როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის შესახებ ფილმის გადაღება მისი იდეა იყო.

”რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა. ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი დაიწყო 2-2,5 წლის წინ. 9+1-იც ჩემი მოგონილი სათაურია და ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა მას - ”ჰეროკრატია”. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება - ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ დიდი დრო დასჭირდა ფილმის გადაღებას. 24 სერიანი, მასშტაბური ფილმია და დიდი დრო დასჭირდა და დაემთხვა, თორემ უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და ეს დამატებით კითხვებს იწვევს, თუ რატომ, მე ვფიქრობ, რომ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, რამეთუ არჩევნების ჩატარებაში ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მასთან იყო შეკითხვები, ხომ არ გამოიწვევს ეს ფილმი ქუჩაში აქციებს, თუმცა ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა იქვე დასძინა, რომ ”ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი”.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100