ახალგაზრდა ქალმა სხეული გამოუცდელ ტატუ მასტერთან გაიკეთა და სასიკვდილო ინფექცია შეეჭრა
20 წლის ბრიტანელმა ნენსი ანდერსონმა ხელზე ტატუს გაკეთება გადაწყვიტა და ერთ-ერთ სალონს მიადგა, თუმცა ყველა პროფესიონალი მასტერი დაკავებული დახვდა. ამიტომ, მეგობრებმა ურჩიეს ერთ-ერთი დამწყები სპეციალისტი, რომელიც კლიენტებს სახლში იღებდა - წერს გამოცემა The Sun.
როგორც ნენსი იხსენებს, "ტატუ მასტერმა" არასრულად დაიცვა ჰიგიენის ნორმები და კლიენტს უთხრა, რომ ეს აუცილებლობას არც წარმოადგენდა. გოგონა აცხადებს, რომ ხუთსაათიანი პროცედურა გაუსაძლის ტკივილთან იყო დაკავშირებული, მეორე დღეს კი ხელი დაუსივდა. ნენსიმ მაშინვე კლინიკას მიაკითხა, სადაც გაირკვა, რომ სხეულში ინფექცია ჰქონდა შეჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
"ჩემი ხელი ისე იყო დასიებული, რომ სისხლის მიმოქცევა ფერხდებოდა. საჭირო გახდა ჩემი ჰოსპიტალიზირება" - განაცხადა ახალგაზრდა ქალმა.
ნენსი ახლაც სისტემატიურად იღებს ანტიბიოტიკებს და ექიმები იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა მეტად აღარ გართულდება.
კომენტარი