სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე

20 მაისს "ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალის შემდეგ პრესკონფერენცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ფინალში გადასულმა 10-მა კონკურსანტმა მიიღო. მათ შორის იყო ნინა სუბლატი. საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის შეკითხვაზე: "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა" (საკონკურსო სიმღერის სახელწოდება Warrior, ითარგმნება, როგორც "მებრძოლი"), ქართველმა მომღერალმა ასეთი განაცხადი გააკეთა:

"ეს არ არის მარტივი შეკითხვა, ხშირად მესმის: რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ ისიც უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. მართლა აქვს საქართველოს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია სიტყვებით ახსნა, რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა“.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=49826&ct=10

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100