სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერიკ ფურნიე ივანიშვილის გუნდში არ წასულა და არც აპირებს - ის საფრანგეთში მუშაობს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ყოფილი ელჩის ერიკ ფურნიეს ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად შესაძლო დანიშნვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც "ივერონს" საფრანგეთის მოქმედმა ელჩმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამჟამად ერიკ ფურნიე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია," - განუცხადა "ივერონს" რენო სალენსმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი ერიკ ფურნიე საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად ინიშნება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100