სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაყურებლის თვალწინ ჰოკეისტს საძილე არტერია გადაუჭრეს და სისხლი შადრევნად ჩქეფდა (ვიდეო)

ეს შემზარავი ინციდენტი, რომელიც ჰოკეის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ, თუმცა, უმსხვერპლოდ დასრულებულ შემთხვევადაა მიჩნეული, მეკარეს, ვალტერ მალარჩუკს გადახდა თავს.

ერთ–ერთი შეტევის დროს, მალარჩუკი საკუთარ კარს იცავდა და მოწინააღმდეგის შეტევის ცასაშლელად კარიდან გამოვიდა. მეტოქეები ერთმანეთს შეეჯახნენ და წაიქცნენ. დანარჩენი წამებში მოხდა: ერთ–ერთმა ჰოკეისტმა სრულიად შემთხვევით ციგურის მჭრელი პირი ყელზე დაუსვა მალარჩუკს, რომელსაც იმ დროს თავი მაღლა ჰქონდა აწეული.

ათიათასობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში, ათასობით გულშემატკივარმა კი ტრიბუნებიდან იხილა, როგორ დაეცა მუხლებზე მალარჩუკი, როგორ მოისროლა მუზარადი და ყელზე მიიჭირა ხელი, საიდანაც შადრევნად მოსჩქეფდა სისხლი და თეთრ ყინულს წითლად ფარავდა.

პირველად გონს არბიტრი მოეგო და სპორტსმენთან მიიჭრა:

„მე მისი სახე მახსოვს, როცა ჩემსკენ გადმოიხარა – არაბუნებრივად დიდი თვალები ჰქონდა და ყვიროდა: „ჩქარა, ჩქარა, თორემ მოკვდება!“ მერე რაღაც ნაჭერი მომაწოდა, რომელიც ყელზე მივიჭირე. თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ მატჩს დედაჩემი უყურებდა ტელევიზიით და არ მინდოდა, მოედანზე მოვმკვდარიყავი, ხოლო რომ უნდა მოვმკდარიყავი, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა“, – გაიხსენა მოგვიანებით მალარჩუკმა, რომელიც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

„ღმერთო ჩემო! საშინელება ხდება, არ გადაიღოთ! მოაშორეთ კამერები!“, – კომენტატორის ამ სიტყვების შემდეგ ტრანსლაცია შეწყდა, მაგრამ კამერები გადაღებას აგრძელებდნენ. მოედანზე მყოფი ჰოკეისტების უმრავლესობა სტრესში ჩავარდა და პირღებინება დაეწყო, ტრიბუნაზე მყოფი მაყურებლებიდან ორს ინფარქტი დაემართა, მაგრამ გადარჩა.

მალარჩუკი არბიტრისა და რამდენიმე მეგობრის დახმარებით, საკუთარი ფეხით გავიდა მოედნიდან. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მან სპორტული კარიერა გააგრძელა. მალარჩუკი რომ ბედნიერ ვარსკვლავზეა გაჩენილი, კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს: 2008 წელს მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა და იმის მიუხედავად, რომ ტყვია მოხვდა, გადარჩა...

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, სტატიას თან ერთვის მისი ამსახველი ვიდეო, ხოლო ინციდენტის დეტალების განხილვა სპეციალურ გადაცემაში, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მომხდარი, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100