სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი გამოჯანმრთელებული ჰყავს - 113 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა

მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი გამოჯანმრთელებული ჰყავს - 113 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა.

მარიამ უკვე შექმნა ისტორია და ის გახდა ესპანეთის ყველაზე ასაკოვანი ქალი, რომელმაც ვირუსზე გაიმარჯვა.

მარია ბრანიას COVID-19-ის დიაგნოზი აპრილში დაუდგინდა და იგი იზოლირებული იყო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მანამდე სანამ დაავადებაზე უარყოფითი პასუხი არ მოუვიდოდა.

ტესტის უარყოფითმა პასუხმა როგორც ბებოს ახლობლებსა და ოჯახის წევრებში, ისე ექიმებში დიდი ოვაციები გამოიწვია.

”ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის, იმისთვის, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას”. - ამბობს 113 წლის მოხუცი ქალბატონი.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100