აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს
ეკლესიების გაძარცვის ფაქტი აჭარაში - შემთხვევა ხულოში, სხალთის ეპარქიაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრებში დაუდგენელი პირები ფანჯრიდან გადავიდნენ და შესაწირი ყუთები წაიღეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. გამოძიებას ეჭვმიტანილები ჯერ არ ჰყავს.
კომენტარი