ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ჯერ კიდევ აპრილში დაქორწინდა, თუმცა საქორწინო ცერემონია ჩემპიონს გუშინ ჰქონდა.
მისი მეუღლე 24 წლის ანუკი დემურიაა.
წყვილმა ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ ბათუმში, მეგობრების წრეში გაიცნეს.
2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
კომენტარი