სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასტერკლასები სტუდენტებისთვის

ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისათვის 11-18 ოქტომბერს ირაკლი სოლომონაშვილისა და ზაზა ხალვაშის მასტერკლასების სერია გაიმართება.

მასტერკლასების მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნობიან და განამტკიცებენ ისეთ თანამედროვე საკითხებსა და თემებს როგორებიცაა, თეგლაინის, ლოგლაინის, სინოპსისის, თრითმენტისა და პიჩინგის ჩაწერის პრინციპები, სამ აქტიანი დრამატურგიული ნაწარმოების სტრუქტურა, თანამედროვე კინოსცენარის ჩაწერის სავალდებულო ფორმატი, კინოწარმოება და სცენარის ეკრანული ადაპტაცია, მხატვრული ფილმის სასცენარო სტრუქტურის დაშლა მიზანსცენებად, ეპიზოდებად - ანალიზი და ეკრანული გადაწყვეტის ძიება და სხვა. მასტერკლასების განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ პრაქტიკული დავალებები, რომელთა განხილვა მოხდება, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

დღეს, მასტერკლასების მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე გაეცნო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა რეჟისორებისათვის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით დაფინასდა მასტერკლასები, რათა ახალგაზრდა ხელოვანებმა სწორი შემოქმედებითი მიდგომები შეიმუშავონ, სწორად დაგეგმონ და მოახდინონ მათი იდეების განხორციელება, რეჟისორული ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება. ჩვენი შემდეგი მიზანია სტუდენტური ფილმების დაფინასების ხელშეწყობა. “მასტერკლასები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100