სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრი მეხუთე ქვეით ბრიგადაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეხუთე ბრიგადის 51- ბატალიონს ესტუმრა. მან ყაზარმა დაათვალიერა და პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს. პრემიერმა ასევე მოინახულა სამხედროთა თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები და გაესაუბრა ჯარისკაცებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადაშენებული სასადილოც დაათვალიერა, რომელიც 450 ადამიანზეა გათვლილი და სადაც 51- ე ბატალიონი იკვებება. გაეცნო სასადილოში არსებულ პირობებს და ჯარისკაცთა მენიუს.

ბატალიონში ამ დროისთვის დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ბაზის ტერიტორიის მოასფალტება, სპორტული კომპლექსის მშენებლობა. მშენებლობა დასრულდება 2015 წელს. პრემიერი მეხუთე ბრიგადას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა.

პრემიერ-მინისტრს 51 -ე ბატალიონში თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დახვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100