მედვედევი მზადაა, გროზნოს "მხედრული დიდების ქალაქის" წოდება მიანიჭოს
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის პარლამენტის პრესმდივანმა ზელიმხან იახიხანოვმა შეახსენა რუსეთის პრეზიდენტს ორი წლის წინ მის სახელზე გაგზავნილი ჩეჩნეთის პარლამენტის თხოვნა ქ.გროზნოსთვის «მხედრული დიდების ქალაქის» საპატიო წოდების მინიჭების შესახებ. ჩეჩნეთის პარლამენტის მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ ათასობით გროზნოელი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე, 120 ათასი მცხოვრები აშენებდა ქალაქის თავდაცვით ნაგებობებს და ქალაქ გროზნოს ბაქოსთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შექონდა საბჭოთა არმიის ნავთობით მომარაგების საქმეში.
რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას არ უნახავს ჩეჩნეთის პარლამენტის ნახსენები მიმართვა, მაგრამ გამოხატა მზადყოფნა ქ.გროზნოსთვის ამ საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად.
კომენტარი