ნუთუ სიყვარული მართლა ბრმაა?! (ფოტო)
ქვემოთ მოყვანილი ისტორიების გარკვეული ნაწილი, დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, მათი გახსენება უსაფუძვლო ნამდვილად არ იქნება.
მსახიობი ვერნ ტროიერი, რომელიც ქონდრისკაცი გახლავთ, ცნობილია ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმებიდან. იგი თამაშობს „ოსტინ პაუერსსა“ და „ჰარი პოტერში“. 2004 წელს კი ეს უკანასკნელი ფოტომოდელ ჟენევიევ გალენზე დაქორწინდა.
ტროიერის სიმაღლე სულ რაღაც 81 სანტიმეტრია, მისი მეუღლეს სიმაღლე კი 188 სანტიმეტრს მოიცავს. მსგავსმა სიტუაციამ წყვილს ხელი არ შეუშალა ცხოვრების რამდენიმე წელიწადი ერთად და ბედნიერად გაეტარებინათ. საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟენევიევი მეუღლესთან განქორწინების მიზეზედ არა მის სიმაღლეს, არამედ მის პოპულარობას ასახელებდა.
არგენტინელი რეინალდო ვავაეჩკე ადელფა ვოლპესზე დაქორწინდა. ქალბატონი მეუღლეზე 58 წლით უფროსი გახლდათ, ვავაეჩკეს წლოვანება კი 24 წელს შეადგენდა.
ქორწინებამდე მამაკაცმა აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ხიბლავდა ხანდაზმული ქალბატონები და მეუღლესთან მას მხოლოდ პლატონური სიყვარული არ დააკავშირებს.
ბიზნესმენის, ალბერ ჰოლმანის რჩეული 115 კილოგრამს იწონის. ამ არჩევანმა ჰოლმანის ახლობლები სულაც არ გაანაწყენა, რადგან მათთვის კარგად იყო ცნობილი ალბერის ლტოლვა მძიმეწონიანი ქალბატონებისადმი.
ურჩხული და მზეთუნახავი - გოგონა იმ სამხედრო მოხელეზე დაქორწინდა, რომელმაც ნაღმზე აფეთქების შედეგად „სახე დაკარგა“.
ოფიცერმა ტი ზიგელმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა და ერაყში სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად გაემგზავრა. 2004 წელს ტის ჯავშანტრნსპორტიორი ნაღმზე აფეთქდა და ზიგელს სხეულის 70 პროცენტი და მთლიანი სახე დაეწვა.
რენეს ახლობლები ურჩევდნენ ტისთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა, მიუხედავად ამისა გოგონამ გრძნობებს ვერაფერი მოუხერხა და თავის რჩეულზე დაქორწინდა. შედეგად რენემ მეორენახევარს თვითრწმენა დაუბრუნა და ისინი დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.
კეტი კირპატრიკი ონკოლოგიური დაავადებით იყო ავად. მაშინ როცა გოგონას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, ნიკ გოდვინმა მას ხელი სთხოვა. კეტიმ დაქორწინება გადაწყვიტა. საქორწილო ცერემონიალი შედგა. სამწუხაროდ, ქორწინებიდან ხუთ დღეში კეტი გარდაიცვალა.
კომენტარი