სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთმა სირიის საზღვართან რაკეტები განათავსა

თურქეთმა „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები სირიის საზღვართან გადაისროლა, სადაც გუშინ ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიაზე“ დაყრდნობით იუწყება.

რაკეტების რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა კადრებზე, რომელიც თურქეთის ტელეარხმა NTV უჩვენა, ჩანს 5 ვაგონი, რომლებიც სარაკეტო კომპლექსებით სავსე ავტომანქანებითაა დატვირთული. მატარებელი რაკეტებით თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მარდინში ჩავიდა.

მეამბოხეებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს სირია-ერაყის საზღვარზე, გუშინ, „როიტერის“ ცნობით, სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთიც დაიმორჩილეს, როცა სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიქვემდებარეს. მათგან უკანასკნელი, - ბაბ ალ-სალამი, სამთავრობო ჯარებმა კვირას დილით ჩააბარეს. „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამ პუნქტების დამორჩილებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნია.

საზღვრებზე შექმნილი მდგომარეობა სირიის მთავრობამ იმით ახსნა, რომ მისი მთელი ძალები დამასკოს დაცვაზეა კონცენტრირებული.

ირანის ინგლისურენოვანი ტელეკომპანია „პრეს-ტვ“ კი ადასტურებს, რომ თურქეთმა რაკეტები სირიასთან საზღვარზე უკვე განათავსა.

იმადროულად, ისრაელის დაზვერვა არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ასადი დამასკოდან საპორტო ქალაქ ლატაკიაში გადავიდა, მეუღლე კი რუსეთში გაგზავნა.

„ცახალის“ ინფორმაციით, ასადი და მისი

ოჯახის წევრებიც ჯერჯერობით დამასკოში იმყოფებიან. გუშინ ასადი ტელევიზიითაც გამოჩნდა და დავალებები მისცა თავდაცვის ახალ მინისტრს. მან ტერორისტების განადგურების ბრძანება კიდევ ერთხელ გასცა.

„ევრონიუსის“ ცნობით, სირიელ მეამბოხეთა

მხარეს ჩეჩნებიც იბრძვიან.

წყარო: http://internet.ge/?l=GE&m=7&sm=0&ID=7691

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100