ათი ათასამდე რუსი სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიცია - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პოპულიზმია იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში საფრთხე იზრდება მაშინ, როცა დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები შემოდიან. მისივე აზრით, ეს "პოპულიზმი" ქსენოფობიაში გადაიზარდა.
ამ თემაზე კომენტარი პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა და თქვა, რომ ათასობით რუსი სამხედრო საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას.
"ათი ათასამდე რუსეთის სამხედრო, ყოველგვარი ვიზის გარეშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი რომელსაც ისტერია გამოიწვის, საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრში არიან რუსი სამხედროები, ყოველგვარი ვიზის, ნებართვის, ასე შემდეგ, საბუთების გარეშე, არიან ტექნიკით, არიან შეიარაღებით, ამიტომ ეს საფრთხე რომ არის ყოველდღიური ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ და აქ რამენაირად მიბმა ის, რომ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში გადაიზარდა ქსენოფობიაში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარი