სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2013 წლის ბრენდად „ზედაზენი“ დასახელდა

კაზინო „შანგრი ლა“-ში 2013 წლის „ოქროს პერგამენტის“ ლაურეანტების (წლის ადამიანები და კომპანიები) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც წლის ბრენდად „ზედაზენი“ დასახელდა. ნომიანციაში წლის ბრენდი „ოქროს პერგამენტის” მოსაპოველად დასახელებულნი იყვნენ – «ვენდისი», «ზედაზენი», «მაგთისატი», «მეღვინეობა ხარება», «ნატახტარი», «სმარტი», «სანტე». როგორც ცნობილია, „ქართული ლუდის კომპანია” ბაზარზე 2011 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში – 7 თვეში დაიგეგმა და აშენდა ამიერკავკასიაში უპრეცედენტო მასშტაბის ქარხანა, რომელიც სამაგალითოა გერმანული და ჩეხური ცნობილი ლუდსახარაშებისთვის. 2013 წლის იანვარში „ქართული ლუდის კომპანიამ” უპრეცედენტო კონტრაქტი გააფორმა გერმანელ პარტნიორებთან „Bitburger Braugruppe”-თან, რომლის შესაბამისადაც მიიღო “König Pilsener”-ს საქართველოში წარმოების უფლება. 2013 წლის აპრილში ქართული ლუდის კომპანიამ ბაზარზე ახალი, ნამდვილი ქართული ტრადიციული ლუდი „ხევსურული” გამოუშვა. 2013 წლის 15 ივნისს კომპანია საერთაშორისო განვითარების ცენტრის მიერ, მოსახლეობის დახმარებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის ქველმოქმედის სტატუსით დაჯილდოვდა. ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის” ორგანიზებით წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი – „ოქროს პერგამენტი” ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2735 -მა რესპოდენტმა მიიღო. დაჯილდოების ცერემონია კაზინო „შანგრი ლა“-ში გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100