კანის კინოფესტივალს ფილმი „რობინ ჰუდი“ გახსნის
რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმი „რობინ ჰუდი“, რომელშიც მთავარი როლები რასელ ქროუმ და ქეიტ ბლანშეტმა შეასრულეს, საერთაშორისო კანის ფესიტვალს გახსნის.
ფილმის პრემიერა 12 მაისს კონკურსგარეშიე პროგრამის დროს მოხდება, ამ დღესვე დაიწყება ფილმის გაქირავება საფრანგეთის ტერიტორიაზე. სხვა ქვეყნებში კი, ფილმის პრემიერა 14 მაისს შედგება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეფე რიჩარდის სიკვდილის შემდგომ, რობინ ჰუდი ჯვაროსნული მსვლელობიდან ნოთინჰემში ბრუნდება, სადაც ადგილობრივი მმართველის კორუმპირებული და სასტილი ქცევის მოწმე გახდება. ეს ყველაფერი რობინს დაჯგუფების ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს, რომელიც შემდგომ მდიდრების წინააღმდეგ განახორციელებს მკაცრ პოლიტიკას, ღარიბების დასაცავად.
რიდლი სკოტი ფილიმის გამოშვებას 2 ფორმატში გეგმავდა, ჩვეულებრივსა და 3 დ ფორმატში. თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის პროცესშია. კანის ფესტივალი 23 მაისს დასრულდება. ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი ტიმ ბერტონია.
კომენტარი