სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კარიბის ზღვის მეკობრეები-4“: პრემიერა „დისნეილენდში“ შედგება

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეოთხე ნაწილის „უცხო სანაპიროზე“ პრემიერა კალიფორნიის „დისნეილენდში“ ჩატარდება. ეს იქნება 3D ფორმატის ისტორიაში პირველი ჩვენება, რომელიც ღია ცის ქვეშ შედგება. ოთხსართულიანი სახლის სიმაღლე ეკრანი უკვე დამონტაჟებულია „დისნეილენდში“. გზამკვლევად კი შავი, მეკობრის დროშებია მიმობნეული.

ჩვენებაზე მიწვევა ათას სამასმა ვარსკვლავმა მიიღო. 700–მა ადამიანმა კი 1000 დოლარად შეიძინა ბილეთები. მიღებული შემოსავალი გადაირიცხება ორგანიზაცია „Boys and Girls of America“-ს ანგარიშზე, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. იქედან გამომდინარე, რომ პრემიერა ბავშვებს ეძღვნებათ, ორგანიზატორებმა უალკოჰოლო სასმელების დამზადება გადაწყვიტეს: ჯონი დეპს, პენელოპა კრუსს, ჯეფრი რაშსა და კიტ რიჩარდს შამპანურიც კი არ შეხვდებათ.

„მეკობრეების“ პირველმა სამმა ნაწილმა სტუდია „დისნეის“ 2,6 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა და ჯონი დეპი ამ ფილმის საშუალებით ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მეოთხე ნაწილში ჯეკი ბეღურას როლისათვის მას ჰონორარის სახით 55 მილიონი ამერიკული დოლარი შესთავაზეს. პროდიუსერმა სრულად ვერ შეძლო ძველი მსახიობების შეკრება. მეოთხე ნაწილში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს: კირა ნაითლიმ, ორლანდო ბლუმმა და რეჟისორმა გორ ვერბინსკიმ. პენელოპა კრუზს ჯეკი ბეღურას ყოფილი მეგობარი გოგონას როლი ერგო. პენელოპას გმირი, ისევე როგორც ბეღურა, ცდილობს სამუდამო ცხოვრების მოპოვებას.

ფილმის ევროპული პრემიერა კანის ფესტივალზე, 14 მაისს ჩატარდება. ფართო ეკრანებზე კი 18 მაისს გამოჩნდება. ამასთანავე, მეხუთე ნაწილის სცენარი უკვე დასრულებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100