Microsoft-მა 6 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა
ამერიკული კომპანია მიმდინარე წელს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე Microsoft-მა 6 მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა.
აღნიშნული დანაკარგის მიზეზი ინტერნეტ სივრცეში ჩადებულმა წარუმატებელმა ინვესტიციებმა განაპირობეს. Microsoft-მა კომპანია aQuantive 6,3 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა. ამ შენაძენის მიზანი კონკურენტი კომპანიის, Google-ს, უკან ჩამოტოვება გახლდათ. თუმცა, ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მსგავსი ფაქტი Microsoft-ში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. მიმდინარე წელს კი შესაძლოა კომპანიამ ისეთი კრახი განიცადოს, რის გამოსწორებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
კომენტარი