სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი დღეს, 10 ივლისს დაიწყება და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც წერია, რომ ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.

ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.

"ის ცხადად იტყვის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა დააზიანა. ასევე, მდივნის მოადგილე ხაზგასმით ისაუბრებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ შეერთებულ შტატებთან 32-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში მიიღო. ასევე, ის გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას. ის ასევე შეხვდება სათემო ორგანიზაციებს, რომელიც დაარსებული იქნა რუსეთის მიერ, საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ", - წერია სახდეპის პრესრელიზში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100