სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განწირული ხმით ვყვიროდი, მიშველეთ, ბავშვს მიკლავს-მეთქი - გარდაცვლილი ჩვილის დედის პირველი კომენტარი

გუშინ, გურჯაანში გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის დედა პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ დახმარებას ითხოვდა, საშველად არცერთი მეზობელი მივიდა.

"აიყვანა და აჯანჯღარებდა რაც ძალა და ღონე ჰქონდა. მე განწირული ხმით ვყვიროდი, ხალხნო მიშველეთ-მეთქი! არავინ მიშველა, კაციშვილმა, განწირული ხმით ვყვიროდი მეზობლებო მიშველეთ, ბავშვს მიკლავს- მეთქი და არავინ არ მომეშველა. მერე რომ გამოვედი, დილას ყველამ მე გადამიარა და ყველამ მე გადამთელა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი",- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ "TV პირველთან" საუბარში.

შეგახსენებთ, ცხრა მარტს, გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100