"მე დავკარგე ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული" - ცნობილი როკ-მუსიკოსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
ცნობილი როკ-მუსიკოსი, "I Love Rock 'n' Roll"-ის თანაავტორი, 69 წლის ალან მერილი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"მე დავკარგე ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული...ხალხი კვდება. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს მოხდება და თქვენს ძლიერ ოჯახს დაატყდება თავს, მაგრამ ეს ხდება. ამიტომ უნდა დარჩეთ სახლში, თუ არა თქვენთვის, სხვებისთვის, მამაჩემისთვის და ბევრი გარდაცვლილი ადამიანისთვის. ეს ფაქტი რეალურია და ჩვენ საყოველთაო გლოვის ზღვარზე ვართ".- წერს მუსიკოსის ქალიშვილი.
კომენტარი