სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეიძლება თამამი განაცხადია, მაგრამ საქართველოსთვისაც განსხვავებული იქნება" - ნინი ბადურაშვილი "დრონი.ჯი"-სთან სამომავლო გეგმებზე

ბოლო პერიოდია ნინი ბადურაშვილი საზოგადოებამ განსხვავებული საქმიანობით გაიცნო. მომღერალმა ახალი ამპლუა მოირგო და საზოგადოებას გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანად მოევლინა. მიუხედავად სატელევიზიო სივრცეში გადასვლისა, შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვიტავს.. ამჟამად ახალ კლიპზე მუშაობს. მომღერალი ვიდეო რგოლს მისივე დაწერილ სიმღერაზე იღებს. გადაღებები უკვე დაწყებულია და სულ მალე მას მაყურებელიც იხილავს. სად მიმდინარეობს გადაღებები, როდის იხილავს ვიდეოს საზოგადოება და კიდევ რა შემოქმედებითი გეგმები აქვს უმშვენიერეს შემსრულებელს, ამის გასაგებად „დრონი.ჯი“ ნინი ბადურაშვილს დაუკავშირდა:

„გადაღებები დაწყებულია, ამ კვირის ბოლომდე კიდე ერთი დღე ვიმუშავებთ და დასრულდება. გადაღებები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ესენია - თბილისი, მცხეთა, დავით გარეჯი. ძალიან საინტერესო და კარგი კლიპი გამოდის, მე ასეთი კლიპი არ გადამიღია არასდროს. შეიძლება თამამი განაცხადია, მაგრამ საქართველოსთვისაც განსხვავებული და კარგი იქნება. იშვიათად რომ იღებენ ხოლმე, აი ისეთი კილიპი. ხშირად არ ვიღებ ხოლმე ვიდეო რგოლებს, თუმცა ყოველთვის მცდილობ, რომ ხარისხიანი იყოს. ამ კლიპის რეჟისორი, ისევე როგორც თითქმის ყველა ჩემი სხვა ვიდეოების, ლაშა ცერიაშვილია. სიმღერა კი ჩემია, მე დავწერე. ვიდეო თვის ბოლოს გამოვა, პრეზენტაცია კი პრაიმშოუში მექნება.

იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემას ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს, ვერ ვახერხებდი იმ დოზით სიმღერაში ჩართვას, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემთვის მთავარი სიმღერაა. ჩემი ბენდი გავაკეთე, რომელსაც „ნონ სტოპი“ ჰქვია. ბედნთან ერთად უკვე 3 კონცერტი ჩავატარე და კიდევ იგეგმება. შემდეგ რეგიონშიც გავალთ. ჩვენი პროდუსერი მამულიჩაა. ძალიან მინდა რეგიონში ჩავატაროთ კონცერტები, რადგანაც უფრო მეტად რეგიონს ჭირდება გახალისება. ეს გეგმაში მაქვს. რა შეეხება ახალ კონცერტებს, ჯერ ეს კლიპი გამოვიდეს და შემდეგ კიდევ მაქვს ახალი დაწერილი სიმღერა, რომელსაც ზაფხულისკენ გავაკეთებ.

ასევე, მალე კინოგადაღებებს ვიწყებ. ფილმი მამაჩემისაა და „ხიდი“ ჰქვია. ეს არის თურქულ-ქართული პროექტი. ძალიან საინტერესო, რეალური და ისტორიული სიჟეტით, ასევე ცოტა რომანიცაა. ძალიან საინტერესო პროექტია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100