ნინიკო ნაცარიშვილი ლევან ჯიბღაშვილთან დაშორების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოიყურება
ლევან ჯიბღაშვილი და ნინიკო ნაცარიშვილი ერთმანეთს 2 თვის წინ დაშორდნენ. როგორც დრონი.ჯი-ს ნინიკოს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ნინიკომ ლევანი მიატოვა, რადგან თურქ ბიზნესმენზე აპირებს გათხოვებას. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, გოგონა "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" გაუქმებული ჰქონდა. ახლა კი აღადგინა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ნინიკო კვლავ ლამაზად და ბედნიერად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ნაცარიშვილი და ჯიბღაშვილი თებერვალში დაინიშნენ და დაოჯახებას გეგმავდნენ. ნინიკოსთის ეს მეორე ქორწინება იქნებოდა, გოგონა 2014 წელს უკვე იყო ქორწინებაში ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძის შვილ გიორგი ჩელებაძეზე.
კომენტარი