სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალაშენკოს საეჭვოდ მიაჩნია სოჭის ოლიმპიადის ჩატარება

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტმა, “რელიგია, საზოგადოება და უშიშროების” პროექტის დირექტორმა, პროფესორმა ალექსეი მალაშენკომ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში დაწყებულმა კრიზისმა დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მტკიცედ მოიკიდა ფეხი ყაბარდო-ბალყარეთში და იქ სამოქალაქო ომის სახე მიიღო. მეამბოხე იატაკქვეშეთელებმა მკვეთრად გამოხატული მიმართულება აიღეს და მტკიცედ უახლოვდებიან სოჭის რეგიონს.

ოლიმპიადის დაწყებამდე სოჭის შემოგარენში რომ ერთი აფეთქებაც მოხდეს, იქ აღარავინ წავა. ასეთი რამ კი რეალურად არის შესაძლებებლი, რადგან აფეთქებები ხდებოდა მოსკოვის ცენტრში, ააფეთქეს ელბრუსის საბაგირო გზა და სხვა.

სოჭის ოლიმპიადის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება თავიდანვე მაღალ რისკს შეიცავდა, მაგრამ იგი დაკავშირებულია ფულის დიდი რაოდენობით გათეთრებასთან და ამ ცდუნებამ უბიძგა საკითხის დადებითად გადაწყვეტისკენ. სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაში ჩადებული უზარმაზარი თანხებიდან უამრავმა ადამიანმა დიდი მოგება ნახა.

სოჭის ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩატარების გარანტი ვერც ძალისმიერი რეპრესიების გაძლიერება და ვერც მეამბოხე ძალების მესვეურების მოსყიდვის მცდელობა გახდება - აცხადებს ექსპერტი ა.მალაშენკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100