სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბარსელონას“ და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი ძვლის კიბოთი გარდაიცვალა

კატალონიური „ბარსელონას“ და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ ენრიკემ Twitter-ზე დაწერა.

„ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებისთვის. მადლობას ვუხდით საავადმყოფოების პერსონალს მათ მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. მადლობა ექიმებს, მედდებსა და ყველა მოხალისეს. ქსანა, მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები და იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ შევხვდებით“, - დაწერა ლუის ენრიკემ.

ენრიკემ შვილის ავადმყოფობის შესახებ 25 მარტს შეიტყო, როდესაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მალტას წინააღმდეგ გასვლითი მატჩისთვის ემზადებოდა. მას შემდეგ ენრიკემ ნაკრების სამი მატჩი გამოტოვა, ივნისში კი თანამდებობა დატოვა. ესპანურმა მედიამ მწვრთნელის გადადგომის მიზეზები იცოდა, თუმცა არც ერთ მედიასაშუალებას ოჯახის ნებართვის გარეშე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100