სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები სამხედრო წესით დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები - გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი და ზურაბ გურგენაშვილი გორის რაიონში დაკრძალეს.
ცერემონიაში მონაწილეობდა საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
გიორგი ადამოვი გორის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. ასევე სამხედრო პატივით სოფელ ორთაშენში დაკრძალეს ბორის ცუგოშვილი და სოფელ კარალეთში ზურაბ გურგენაშვილი.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონია გორის გარდა დღეს გაიმართა: მარტყოფში, ენისელში, ძეგვში და რუსთავში.
ენისელში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 6 ივნისს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100