სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში არ გვაქვს ჯერ ვაქცინა, თუმცა გვაქვს "მადლი ღვთისა“ - პრეპარატის ანოტაციაში წერია, რომ ის კორონავირუსს კურნავს

"მადლი ღვთისა" - ქართული წარმოების საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის "კოვიდ 19-ის" საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება.

"ავერსი" ადასტურებს, რომ "მადლი ღვთისა" მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. საკვები დანამატის 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნას ერთი წელია ელოდება, საქართველოში კომპანია "მადლი ღვთისა" ირწმუნება, რომ ამავე სახელწოდების აბებით უკვე 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული განკურნა.

საკვები დანამატის გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება სასულიერო პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.​

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100