რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს - რუსული მედია
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დამაყარეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს. „რუსი სამხედროები ატომური სადგურის გარშემო ტერიტორიას აკონტროლებენ და იცავენ“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქები ბერდიანსკი და ენერგოდარი აიღეს. ბერდიანსკი აზოვის ზღვაზე მდებარეობს, ხოლო ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
კომენტარი