"თუ ტემპერატურა ორი დღის განმავლობაში 38 გრადუსს მიაღწევს..." - მედიკოსები გრიპის ვირუსის შესახებ გვაფრთხილებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა.
"10-დან 7 შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევისას, გრიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, თუმცა მედიკოსები ჯერჯერობით სიტუაციის გამწვავების საფუძველს ვერ ხედავენ და არც სამომავლოდ ელოდებიან. გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა მოსახლეობამ აცრები ჩაიტაროს, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები და თუ ტემპერატურა ორი დღის განმავლობაში 38 გრადუსს მიაღწევს, პაციენტები ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოს უნდა მიმართონ" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი