საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან დათხოვილთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა - 75% არ იცნობს პირს, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს. ასეთი ადამიანი NDI-ის რესპონდენტთა 18%-სთვისაა ცნობილი.
NDI-ს აგვისტოს კვლევებში რესპონდენტთა 14% ამბობდა, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვინც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს, ხოლო 79% ასეთ პირს არ იცნობდა.
ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო მიმდინარე წლის ივნისის კვლევაში, სადაც პოლიტიკური მოტივაციით გათავისუფლებულ ადამიანების თაობაზე მხოლოდ 12%-მა იცოდა, 80%-მა კი, არა.
კომენტარი