6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღის პირველ ნახევარში ნაკლებად კომფორტულად იგრძნობთ თავს. იმის გამო, რომ არ გეყოლებათ თანამოაზრე და დამხმარე, დაბრკოლებებს გადააწყდებით. საღამოს რომანტიულ და არაოფიციალურ გარემოში გაატარებთ.
კურო – ცუდი დღეა ფინანსური და სავაჭრო გარიგებებისათვის. გაუფრთხილდით არსებულ რესურსებს. თავი შეიკავეთ ზედმეტი შენაძენებისაგან. არ არის გამორიცხული კონფლიქტი ბიზნესპარტნიორთან.
ტყუპები – წარუმატებლობა გელით პირად ცხოვრებაში, ასევე შეგექმნებათ მატერიალური და ოჯახური პრობლემები. არ არის გამორიცხული მწვავე კამათი მეუღლესთან, მშობლებთან, თანამშრომლებთან.
კირჩხიბი – დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გარშემომყოფების მოსაზრებებს ნუ დაეყრდნობით. არასრული და არასწორი ინფორმაცია, შეცდომაში შეგიყვანოთ.
ლომი – დღეს დიდი ალბათობაა, რომ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ოჯახის წვერმა, მეორე ნახევარმა, ან მეგობარმა გამოუვალ სიტუაციაში ჩაგაყენოთ. საღამოს განსაკუთრებულად აქტიური იქნებით.
ქალწული – დღეს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ. იქნებით ზედმეტად ყურადღებიანი და ალერსიანი გარშემომყოფების მიმართ.
სასწორი – დღე დეპრესიული განწყობით დაიწყება, აიძულეთ თავი და გათავისუფლდით პესიმისტური ფიქრებისაგან. ცუდი განწყობა თქვენს საქმიანობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
მორიელი – შექმნილი პრობლემების გამკლავებაში მეგობრები და ოჯახის წევრები დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის სურვილის ახდენის შანსი მოგეცემათ, ამიტომ ყურადღებით იყავით.
მშვილდოსანი – დღის პირველ ნახევარში იფიქრებთ, რომ გარშემომყოფები ყურადღებას არ გაქცევენ, ამიტომ განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება, სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდებით.
თხის რქა – დღეს ყველაფერი მარტივად გამოგივათ. თუმცა, გახსოვდეთ არსებობს წესები და კანონები, რომლის დაცვაც აუცილებელია, როგორც სამსახურში, ასევე სახლში.
მერწყული – როგორც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, ინტუიციას ნაკლებად უნდა ენდოთ. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა. თუ არ ფლობთ საკამრის ინფორმაციას, დახმარებისათვის გარშემომყოფებს მიმართეთ.
თევზები – დღეს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ყველა საქმეს. რადგან პატარა დეტალმაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს საქმიანობაზე. იყავით მობილიზებული და ფრთხილი.
კომენტარი