ლაგოდეხში მანქანა 5 წლის ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ შრომასთან მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.
დაშავებული, ჯერ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობის გამო კი თბილისში გადმოჰყავთ.
კომენტარი