სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახლახან მოიყვანა ცოლი, მშობლები ევროპაში ჰყავს - ბანკზე თავდამსხმელის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდასხმისთვის დაკავებული ნიკოლოზ წურწუმიას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

წურწუმიამ 2020 წლის დეკემბერში შპს "მონტაჟი" დააფუძნა, რომელიც ზუგდიდში, მის საცხოვრებელ სახლშია რეგისტრირებული.

თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საცხოვრებლად.

როგორც მისი ზუგდიდელი მეზობლები აცხადებენ, წურწუმიას მშობლები საზღვარგარეთ არიან წასულები, თავად კი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მათივე თქმით, ნიკა წურწუმიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოპერაციაც გადაიტანა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ წურწუმია დღეს საქართველოს ბანკში შეიარაღებული შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ მძევლების გათავისუფლება და თავდასმხმელის დაკავება შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100