"მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი" - ნახეთ, რა ფოტო-მტკიცებულებას ავრცელებს ბილანიშვილის ადვოკატი
ავთო ბილანიშვილის (კაწრო) ადვოკატი თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში გახმაურებულ კადრებში დაფიქსირებული პიროვნების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„მოკლედ, მეგობრებო ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში.
მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედთხედით, ვერც ქვეთხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები…
ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე…
მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას…
კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“, – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი თამარ აბესაძე.
კადრში – ლაშა ლურსმანაშვილი
კომენტარი