სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთში 17 წლის გოგომ თავი მოიკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 17 წლის გოგომ თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი ჩამომხრჩვალი ნახეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. მეუღლესთან ერთად, თურქეთიდან, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდა, თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე დაბრუნდა.

გარდაცვლილი გოგონა მშობლებმა გუშინ ღამით იმერეთში გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100