სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსთავი 2" სააპელაქციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თავიდანვე გამოკვეთილი იყო ინტერესი, რომ რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო.

„თავიდანვე იკვეთებოდა ინტერესი, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებულიყო რაც შეიძლება მალე და მართვის სადავეები აეღოთ ხელში რაც შეიძლება მალე. ამას ემსახურებოდა თამაზ ურთმელიძის მიერ დროებითი მმართველების დანიშვნა. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ის, რომ ვერაფერი შეცვალა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებამ, რუსთავი 2 არ შეცვლილა და როგორიც იყო ისეთად დარჩა," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურებს განმარტავს.

„დღეიდან 21 დღიდან 30 დღის შუალედში ჩვენ უნდა ჩავიბაროთ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება 21 დღე გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის და უზენაესი სასამართლო იმსჯელებს უკვე დასაშვებობის საკითხზე. აშკარაა, რომ ჩვენს საქმეზე არსებობს დასაშვებობის ყველა კრიტერიუმი და არ არსებობს მისი დაუშვებლად ცნობის წინაპირობა. სწორედ ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს ჩვენს საკასაციო საჩივარს და განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/49040

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100