სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით დარჩიაშვილი: "საქართველოს სათავეში აღარასდროს მოვა ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთს აღიარებს..."

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლების მოსვლას, ასევე ისეთი გავლენიანი პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებირივი ჯგუფების არსებობას, რომელიც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოსაზრებას გაიზიარებს და მხარს დაუჭერს, ცალსახად გამორიცხავს.

დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ "თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველო აღებულ პოლიტიკურ კურსს განაგრძობს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული ბოლომდე დარჩება, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს არსებული ძალმომრეობა ამ ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გასვლით დასრულდება".

"ჩვენი პოლიტიკა საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ პრინციპებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და მომავალშიც ასევე უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში არა მოცემულ რეალობას, არამედ სწორედ ქაღალდზე დაწერილ პრინციპებს ემყარება. ქაღალდი არ იწვება, ის ისტორიაში რჩება და საქართველოს დამოუკიდებლობაც ამ ქაღალდების შედეგია. საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტები წონით იმაზე მეტია, ვიდრე ის ძალმომრეობა, რომელსაც ამ რეგიონებში აქვს ადგილი. აფხაზეთში მილიონი რუსიც რომ ჩასახლდეს, არ მეშინია, რადგან ეს რეალობა აუცილებლად შეიცვლება. მთავარი ისაა, პრინციპებს თავად ჩვენ არ გადავუხვიოთ" - განუცხადა "პირWელს" დავით დარჩიაშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ "რუსეთი არ იქნება მუდმივად ისეთი, როგორიც დღეს არის და არც კავკასია იქნება მუდმივად ისეთი, როგორიცაა დღეს".

"საქართველოს რეგიონებისთვის მარწუხების მოხსნა კრემლში აუცილებლად მოუწევთ" - დასძინა დარჩიაშვილმა.

ნათია ინაური, "პირველი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100