მოსკოვში 15 წლის გოგონა გააშიშვლეს, სცემეს და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნეს
მოსკოვში 15 წლის გოგონა გააშიშვლეს, სცემეს და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
როგორც ცნობილია 15 წლის ალინა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მესიჯობდა ბიჭთან სახელად არტიომი, ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე და მათ შორის ინტიმურ თემებზეც.
პაემანი ზაფხულის თბილ დღეს პარკში დათქვეს, სადაც არტიომი 2 გოგონასთან, 18 წლის ნადია კისილევასთან და 13 წლის ანასტასიასთან ერთად მივიდა. სამივე მათგანმა ალინას ულტიმატუმი წაუყენეს, მას არტიომთან ორალური სექსუალური კავშირი უნდა დაემყარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მესიჯები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდებოდა. ალინასგან უარის მიღების შემდეგ ნახევარ საათში 30 ათასი რუბლის შოვნა და მათთვის გადაცემა მოსთხოვეს. გოგონამ ისევ უარი თქვა, რის შემდეგაც ნადიამ და ანასტასიამ ალინა გააშიშვლეს, სცემეს, თმებით ათრიეს, ვიდეო გადაუღეს, არტიომი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
კომენტარი