საჩხერის რაიონიდან 7 მოქალაქე გაიტაცეს
მორიგი დაკავება საოკუპაციო ხაზთან. ამჯერად ე.წ. მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის მკვიდრი 7 მოქალაქე აიყვანეს.
დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივები ტყეში ჯონჯოლს კრეფდნენ.
საჩხერის რაიონის მკვიდრთა გატაცებამ ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო. ოკუპანტების მიერ ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივების დაკავების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე რჩება.
კომენტარი