სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"20 ივნისს ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია" - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავზე ამბობს, რომ "ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მისთვის მეორეხარისხოვანია"

"20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება - ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით... ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი, ასე, ჩემთვის, პირადად, არის მეორეხარისხოვანი.

რა არის ჩემთვის მთავარი - ჩემთვის მტავარი არის ის, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლიტაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს"- განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100