სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრთხილად, სიცოცხლისთვის საშიში ესპანური კიტრი!

ინფიცირებული ესპანური კიტრი, რომელიც 14 გერმანელის და ერთი შვედის სიკვდილის მიზეზი გახდა, მთელ ევროპას მოედო. დაავადებულთა რიცხვი 1200 ადამიანზე მეტია. დაავადების უმრავლესი შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია დაფიქსირებული და, ძირითადად, საშუალო ასაკის ქალებშია გავრცელებული. ინფექცია უკვე გავრცელდა შვედეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, ავსტრიასა და უნგრეთში.

უკანასკნელ დღეებში, ევროპიდან შემაშფოთებელი ახალი ამბები მოდის. გერმანიაში კი ეჭვი არა მხოლოდ ესპანურ კიტრზე, არამედ ჰოლანდიურ პროდუქციაზეც მიიტანეს. გერმანელი სპეციალისტების თქმით, ჰიგიენის ინსტიტუტის მკვლევარებმა ბაქტერიები ოთხი სახის კიტრში აღმოაჩინეს, მათგან სამი ესპანურია.

ევროკავშირის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ინფექციის ჩხირი ესპანურ კიტრშია აღმოჩენილი. ბაქტერია Escherichia coli მრავალი, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადების მიზეზი ხდება. ეს ბაქტერია ექიმებისთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, სპეციალისტებმა გავრცელების ის სისწრაფე დააფიქსირეს, რასაც ეს ბაქტერია ინფექციასთან იმართებაში ავითარებს. ზოგი არ გამორიცხავს, რომ მედიცინა ბაქტერიის აქამდე უცნობ ფორმას გადააწყდა, რომელმაც სხვადასხვა მწვავე შემთხვევის პროვოცირება გამოიწვია.

დაავადების სიმპტომებია: გულისრევა, კრუნჩხვები, მაღალი ტემპერატურა, სისხლიანი დიარეა. დაავადება ხდება დაბინძურებული ნედლეულით და პროდუქტს მოხარშვა არ შველის. დაავადება მეტად მძიმე ფორმებში ვითარდება, გართულებები თირკმლებეზე ვითარდება და საბოლოოდ, ლეტალური შედეგი დგება. რიგმა ქვეყნებმა ესპანური კიტრის იმპორტი აკრძალეს. ხილ–ბოსტნეულის მიმართ შიში იმდენად დიდია, რომ ეს აკრძალვა ატამზე, ბადრიჯანსა და პომიდორზეც გავრცელდა.

ესპანეთი გერმანელებს სპეკულაციაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ თავად ესპანეთში დაავადების შემთხვევები ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. ბაქტერიის შიში ესპანური პროდუქციის გასაღებას ძალიან ვნებს. ესპანეთმა ევროკავშირს, შესაძლოა, კომპენსაცია მოსთხოვოს. ქვეყნის საერთო ზარალმა უკვე მილიონობით ევრო შეადგინა. ევროპა კი ესპანურ კიტრზე მაინც კატეგორიულ უარს ამბობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100