სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმხილველი: "ჯერ თავიანთი ხალხი გადათელეს, მერე პოლიციელები..."

როგორც ცნობილია, შსს–მ უკვე გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, სადაც 25 მაისის ღამეს მომხდარი ფაქტია აღწერილი (ბურჯანაძის ესკორტის მიერ ადამიანთა გადათელვა). დასახელდნენ ისინიც, ვინც მანქანებს მართავდნენ. სხვათა შორის, დაკავებულებმა უკვე აღიარეს, რომ მანქანები დიდი სიჩქარით მიჰყავდათ და შეჩერება არც უცდიათ.

დღესვე ინტერნეტ პორტალმა „მე რეპორტიორი“ (iReporter.ge) forum.ge-ზე თავისუფლების მოედანთან მომხდარი ავტოავარიის თვითმხილველის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჯერ თავის ხალხს დაეჯახნენ და მერე პოლიციელებს. ტარანზე წავიდნენ. თანაც პირველი დაეჯახა ბურჯანაძის ჯიპი, რომელზეცდაცვის 2 თანამშრომელი იდგა. მერე შემდეგმა მანქანებმა გადაუარეს ძირს დაყრილ პოლიცილებს და ხალხს. დაღუპული პოლიციელი კასკით წამოედო მანქანის პოლს და ათრია პუშკინის სკვერამდე. იმიტომ ვერ ხედავთ თქვენ სად დაარტყა. დარტყმის მომენტში დაახლოებით 15-20 პოლიციელი აყარა ჰაერში. წარმოიდგინეთ 200 კაციანი კორდონი გააპეს და ისე გავიდნენ. ჯერ მომიტინგეები და მერე პოლიციელები მანქანებმა გადათელეს რუსთაველის კინოსა და მუზეუმის წინ. რამდენიმე იქვე გაფანტა და ერთი გაითრია ოდნავ შორს. კამერებში არ ჩანს დარტყმის მომენტი, მაგრამ ტვინიდან ალბათ არსდროს წაიშლება. ფაქტია, რომ ხალხი დახოცა ბურჯანაძემ, სისხლი დაღვარა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100