"ყველაფერი გამოვა?"
,,ყველაფერი გამოვა: კოკა – კოლა !!!“ კოკას ფოთლებისა და მცენარე კოლას მარცვლისაგან შექმნილი სასმელი ორი საუკუნის წინ პრიმიტიულ პირობებში შავკანიანებმა დაამზადეს. ,,სასმელი მხოლოდ შავკანიანებისთვის“ – კოკას ფოთლების შემცველობის გამო სასმელი ნარკოტიკული ტკბობის ახალ საშუალებად იქცა.
XIX საუკუნის ბოლოს კი სასმელი 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ
დამზადდა, სახელი მას პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა და მის მიერ დაწერილი ფრაზა დღემდე კოკა-კოლას ლოგოდ დარჩა.
სასმელი რეკომენდირებული იყო მათთვის, ვისაც მორფისგან გადაჩვევა სურდათ. თუმცა 1903 წელს გაზეთმა ,,New York Tribune“–მ გამოაქვეყნა სტატია , სადაც ნათქვამი იყო, რომ კოლის მიღებისას შავკანიანები აფექტურ მდგომარეობაში თავს ესხმოდნენ თეთრკანიანებს. ამ სტატიის შემდეგ კოკა–კოლას დამზადების პრინციპი შეიცვალა და სასმელში კოკის ფოთლებს აღარ უმატებდნენ.
კოკა– კოლა აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე კარგი მარკეტინგის მქონე კომპანიად. შესაბამისად , თავის პოპულარობას ,,კოლა“ არა მხოლოდ საკუთარ უნიკალურ გემოს, უნდა უმადლოდეს, არამედ კარგ მარკეტინგს ბაზარზე.
თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 პემბერტონმა ბრენდი გაყიდა და 1892 აცა გიგ ქენდლერმა დააარსა კომპანია ,,კოკა– კოლა“
შემქნელები მოსახლეობას კოლას სთავაზობდნენ, როგორც იმპოტენციის და ნერვული აშლილობის საწინააღმდეგო საშუალებას.
თუმცა სინამდვილეში, მას დადებითი თვისება თითქმის არა აქვს, სასმელი იმდენ შაქარს შეიცავს , რომ ამის გამო შაქარზე ფასების მკვეთრი ზრდის დროს, 1923 წელს ”პეპსი-კოლა” გაკოტრდა. ,,კოკა –კოლას“ მოყვარულთა საყურადღებოდ , ეს სასმელი ანადგურებს კბილის ემალს და ასუქებს.
კომენტარი