სასარგებლო სიახლე ბანკ „რესპუბლიკის“ საშემოდგომო მენიუში
ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია
2012 წელს, ბანკი „რესპუბლიკა“, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ მიერ შემუშავებული გლობალური სტრატეგიის თანახმად, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალი მიმართულება ბანკის თითოეული თანამშრომლისა და ყველა მომხმარებლის ერთიანობას გულისხმობს. მათ საერთო მიზანი აერთიანებს, სადაც თითოეული მხარის წარმატება მეორე მხარის წინსვლას ნიშნავს. ბანკმა ახალი მიმართულების შესახებ საზოგადოებას გასულ წელს განუცხადა. მას შემდეგ ბანკი „რესპუბლიკა“ ამ მიზნით თანმიმდევრულ ღონისძიებებს ახორციელებს.
პირველად ქართულ საბანკო ბაზარზე ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ მომხმარებელს კიდევ ერთ ნოვატორულ სიახლეს სთავაზობს. ყველა, ვინც 31 დეკემბრამდე აიღებს დაბალპროცენტიან მოკლე თუ გრძელვადიან სამომხმარებლო, იპოთეკურ ან მიკრობიზნეს სესხს, ბანკი „რესპუბლიკა“ ყოველთვიური შეტანილი თანხის ნაწილს სესხის ვადის დაფარვისას უკან დაუბრუნებს. დაბრუნებული თანხის რაოდენობა განსხვავდება არჩეული სესხის ვალუტის, ვადის, მოცულობის და ტიპის მიხედვით.
დაბრუნებული თანხა კი მომხმარებელს შეუძლია დახარჯოს ან შეინახოს ანაბარზე და მშვიდად ადევნოს თვალი მათი დანაზოგის ზრდას.
რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის“ კომერციული დირექტორი: „ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ მუდამ ცდილობს, მომხმარებელს ინოვაციური და მათთვის სასარგებლო აქციები შესთავაზოს. ჩვენი სურვილია, საზოგადოებაში დავნერგოთ თანხის დაგროვების კულტურა და ხელი შევუწყოთ მომხმარებელს მათი ფინანსების უკეთ მართვაში. ეს პროდუქტი კარგად გამოხატავს ჩვენი ბანკის ორიენტაციას გრძელვადიან და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამ შეთავაზებით მომხმარებელი ორმაგ სარგებელს ნახავს: ერთიმხრივ ის სარგებლობს საუკეთესო პირობებით კრედიტზე და მეორემხრივ სესხის ვადის ბოლოს მას უკან უბუნდება ჩვენს მიერ დაგროვილი თანხა. ეს შეთავაზება ასევე საინტერესოა მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის. მსგავსი სიახლეებით, ჩვენ მომხმარებელთან ურთიერთობა სხვა განზომილებაში გადაგვაქვს. სტანდარტული საბანკო შეთავაზებებისგან განსხვავებით, ჩვენ ვუგროვებთ და ვუბრუნებთ თანხას, რომელიც ჩვენი ვარაუდით ისევ ამ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.
მაგალითი 1
თუ თქვენ აიღებთ იპოთეკურ სესხს 11%–ად 100000 USD ოდენობით 10 წლით, სესხის დაფარვისას ჩვენ დაგიბრუნებთ 826 USD–ს.
მაგალითი 2
თუ თქვენ აიღებთ სამომხმარებლო სესხს 16%–ად 30000 USD ოდენობით 3 წლით, სესხის დაფარვისას ჩვენ დაგიბრუნებთ 758 USD–ს.
მაგალითი 3
თუ თქვენ აიღებთ ბიზნესსესხს 10000 USD ოდენობით 2 წლით, სესხის დაფარვისას ჩვენ დაგიბრუნებთ 506 USD-ს.
კომენტარი